logo
ENG



გამოცდა ემოციური სტრესია და დასაშვებია, რომ ამიტომ იყოს ტემპერატურის მატება - გამყრელიძე

09 ივნ 202016:06
3 წუთის საკითხავი
 

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გამოცდების სტრესულობიდან გამომდინარე, მხოლოდ ტემპერატურის მქონე აბიტურიენტებს თერმოსკრინინგი ორჯერ ჩაუტარდებათ.

როგორ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განმარტა, ელექტრონული თერმომეტრი შეიძლება შეცდეს, ამიტომაც ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აბიტურიენტს კლასიკური ვერცხლისწყლიანი თერმომეტრითაც გაუზომავენ სიცხეს.

„გამოცდა ემოციური სტრესია და დასაშვებია, რომ ამის ფონზე იყოს ტემპერატურის მატება. როცა სკრინინგი ტარდება ელექტრონული თერმომეტრით, მათაც აქვს სიზუსტის ზღვარი. თუკი მხოლოდ ტემპერატურა უფიქსირდება, მას ეძლევა დრო, რომ კლასიკური თერმომეტრით გადაიმოწმოს ტემპერატურა, რომელიც უფრო ზუსტია. ყველა საშუალებას მივცემთ აბიტურიენტს, რომ დაშვებული იქნეს გამოცდაზე. მაგრამ არ დაიშვება გამოცდაზე ადამიანი, რომელიც არ იქნება ტესტირებული წინასწარ და ექნება სიმპტომები - ასეთი აბიტურიენტი არ დაიშვება გამოცდაზე. ის მიიჩნევა შესაძლო შემთხვევად", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისამდე გასტანს. რაც შეეხება საგრანტო გამოცდებს - ის 25 ივლისს ჩატარდება, სამაგისტრო ეროვნული გამოცდები კი პირველ აგვისტოს დაიწყება და 4 აგვისტომდე გაგრძელდება. 


close დახურვა