logo
ENG



გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს

14 ივლ 202010:58
3 წუთის საკითხავი
 
1etgrcf7q46lp3j.jpg

ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია Twitter-ზე წერს. 

გამსახურდიას ინფორმაციით, მისმა ძმამ მკურნალობა გერმანიაში დღეიდან დაიწყო. 

"ცოტნეს მკურნალობის და რეაბილიტაციის შემდეგი ეტაპი, გერმანიის ერთ-ერთ წამყვან, შმიდერის კლინიკაში დღეიდან დაიწყო. როგორც მთლიანად ცოტნეს მკურნალობის პროცესი, ასევე ეს ეტაპიც განხორციელდა ბატონი ბ.ივანიშვილის და საქართველოს მთავრობის სრული დახმარებით. რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ", - წერს გამსახურდია. 

ქვეყნის პირველი პრეზიდენტის შვილი თურქეთში ხეჩინაშვილის კლინიკიდან მენინგიტითა და გართულებული ღრმა კომით გადაიყვანეს. ის 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. საქმესთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული. 

სასამართლომ გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ 4 პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 


close დახურვა