logo
ENG



გამყრელიძე: ამ მომენტისთვის აჭარაში 80 საწოლია თავისუფალი

24 სექ 202014:04
3 წუთის საკითხავი
clock 718
mw74g2nrrtj1e06.jpg

უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა  ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის აჭარაში კოვიდპაციენტებისთვის 80 საწოლია თავისუფალი.

"ქვეყანაში ამ დროისთვის მობილიზებულია 3 100 საწოლი. აქედან აჭარაშია 620 თუ 630 საწოლი. ამ ეტაპზე, ახლა როდესაც ვსაუბრობთ, აჭარაში 80 საწოლი თავისუფალია", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან, 1 705 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კი გარდაიცვალა.  

დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში დადასტურდა.


close დახურვა