logo
ENG



გამყრელიძე: ინფორმაცია თითქოს 22 წლის ქალის გარდაცვალება კორონავირუსს უკავშირდება, სიცრუეა

24 იან 202009:51
3 წუთის საკითხავი
 

ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ 22 წლის ახალგაზრდა ქალი ზუგდიდში B ტიპის ვირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინფორმაცია თითქოს ხალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი ახალი კორონავირუსი გახდა სიცრუეა.

„ახლა მიმდინარეობს დეტალური მოკვლევა. ლუგარში მიმდინარეობს კვლევები და სამწუხაროდ, დადასტურებულია B ტიპის ვირუსი. ეს იყო გამოწვეული გრიპით და არავითარი კავშირი კორონავირუსთან არ აქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელიც გრიპის ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში მოათავსეს ,გუშინ გარდაიცვალა. მას თავდაპირველად მკურნალობა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა, თუმცა შემდეგ ქუთაისის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

 


close დახურვა