logo
ENG



გამყრელიძე: ომიკრონის 63 შემთხვევაა, მძიმე არც ერთი არ არის, უმრავლესობა აცრილია

28 დეკ 202112:49
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ომიკრონის 63 შემთხვევაა, მძიმე არც ერთი არ არის, უმრავლესობა აცრილია

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ომიკრონის 63 შემთხვევაა დადასტურებული.

"დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 63 შემთხვევა. ჩვენ უკვე ვანგარიშობთ ყოველკვირეულ PCR დადებითებში რა პროცენტი აქვს ომიკრონს და დაახლოებით 1.1%-ის ფარგლებში მერყეობს, ოდნავ მეტი", - თქვა გამყრელიძემ.

მისი თქმით, 63 შემთხვევიდან არც ერთი არ არის მძიმე და უმრავლესობა აცრილია. გამყრელიძის განცხადებით, 63-დან 6 პირს კორონავირუსი გადატანილი ჰქონდა. მისივე თქმით, შემთხვევების უმრავლესობა შემოტანაილია. ის ვარაუდობს, რომ 2-3 კვირაში ქვეყანაში ომიკრონი დომინანტი შტამი გახდება.


close დახურვა