logo
ENG



გამყრელიძე: საბოლოოდ, ვისაც სჭირდება, სტაციონარში თავსდება

30 ნოე 202012:42
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მართალია ქვეყანაში კოვიდინფიცირებულების მართვის კუთხით ვითარება მძიმეა, თუმცა მართვადი. 

მისი თქმით, ვინაიდან ზოგიერთი კლინიკა ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობს, შესაძლოა კონკრეტულ მომენტში სასუნთქი აპარატი ან საწოლი არ აღმოჩნდეს, თუმცა, როგორც გამყრელიძე ამბობს, საბოლოო ჯამში სტაციონარში თავსდება ის, ვისაც ეს სჭირდება. 

"არავინ მალავს, რომ მდგომარეობა რთულია, მაგრამ მართვადი ამ ეტაპზე.

იყო 350-მდე თავისუფალი საწოლი და რამდენიმე ასეული სასუნთქი აპარატი. 

დღეს ქვეყანაშ ი სრული კოვიდ კლინიკაა, დანარჩენები მუშაობენ ჰიბრიდულ რეჟიმში, ამიტომ კონკრეტულ მომენტში კლინიკაში, სადაც ავადმყოფი მიემართება, შეიძლება არ იყოს, მაგრამ... 

მე მესმის, ვიცი, არსებობს ხარვეზები სტაციონარიზაციაში, მაგრამ საბოლოოდ ვისაც სჭირდება სტაციონარი, ის თავსდება. 

დაბალია ჩვენს ქვეყანაში სტაციონარს გარეთ სიკვდილიანობა". - თქვა გამყრელიძემ. 

დღეს საქართველოში კორონავირუსის 3216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა - 37 ადამიანი. 

ჯამში დღეის მდგომარეობა კორონავირუსი 21 598 დადასტურებული აქტიური შემთხვევაა. გარდაცვლილია 1267 ადამიანი.

მოქალაქეები ჩივიან, რომ სასწრაფოს დროულად გამოძახებას და/ან ინფიცირებულების კლინიკაში დროულად გადაყვანას ვერ ახერხებენ. 


close დახურვა