logo
ENG



გამყრელიძე: 1965 შემთხვევა არ არის რეალური, შეფერხების გამო ყველა შედეგი არაა ატვირთული

07 სექ 202114:43
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: 1965 შემთხვევა არ არის რეალური, შეფერხების გამო ყველა შედეგი არაა ატვირთული
საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის დღევანდელი 1 965 ახალი შემთხვევა რეალური ციფრი არ არის.

როგორც მან ბრიფინგზე ისაუბრა, გუშინ სერვერებზე შეფერხებები იყო, რის გამოც პორტალზე ყველა შედეგი არ არის ატვირთული.

"დღევანდელი ახალი 1 965 შემთხვევა არ არის რეალური ციფრი... გუშინ მთელი დღის განმავლობაში იყო სერიოზული შეფერხებები სერვერებზე, რომელთანაც კავშირი აქვს ჩვენს რამდენიმე პორტალს, მათ შორის ვაქცინაციის და კოვიდის დიაგნოსტიკის პორტალს და ამის გამო არის, რომ ყველა გუშინდელი შედეგი არ არის ატვირთული პორტალზე. ეს შედეგები, ალბათ, დღეს დღის განმავლობაში აიტვირთება და ხვალ ვნახავთ, როგორი იქნება შემთხვევათა რაოდენობა", - თქვა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 965 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 50 პაციენტი გარდაიცვალა.


close დახურვა