logo
ENG



განგებ ცდილობენ პროვოცირებას ოპოზიციური დეპუტატების - ოპოზიცია კობახიძის მუქარაზე

13 ნოე 201917:17
3 წუთის საკითხავი
 
9bo422r89zc7xz6.jpg

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დღევანდელ სხდომაზე მუქარებით გამოირჩეოდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით ის ნაციონალურ მოძრაობას გააქრობს, სერგო რატიანს დაასრულებს, ლევან გოგიჩაიშვილს კი ანანებს. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ხელისუფლება აგონიაშია და კობახიძის მუქარა სწორედ აღნიშნულს ადასტურებს. მათი თქმით, ხელისუფლება მიზანმიმართულად იქცევა ამგვარად, რომ ოპოზიცია წყობილებიდან გამოიყვანოს და საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდეს.

"ეს არ არის ახალი ამბავი კობახიძისგან. სამწუხაროდ ის მუდმივად ამ ლექსიკით საუბრობს. დღეს გვქონდა ტაქტიკა, რაც არ უნდა მოგვესმინა "ქართული ოცნებისგან", იმდენად მნიშვნელოვანია ამ ცვლილების გასვლა, რომ რეაქცია არ გვქონოდა,"-აცხადებს ირმა ნადირაშვილი. 

დავით ჭიჭინაძის თქმით, სწორედ მსგავსი ქმედებების გამო კობახიძე აღარ არის პარლამენტის თავმჯდომარე.

"იმიტომ არის ყოფილი თავმჯდომარე. არ შეეფერებოდა იმ თანამდებობას,"- განმარტავს დავით ჭიჭინაძე.

ნიკა მელიას თქმით კი, ხელისუფლება უკვე დიდი ხანია ოპოზიციური დეპუტატების პროვოცირებას ცდილობს.

"განგებ ცდილობენ პროვოცირებას ოპოზიციური დეპუტატებისა, რომ მოხდეს რაიმე ისეთი ინციდენტი რომ გადააბრალონ. მაგრამ ხედავთ, რომ ჩვენ ისე მშვიდად ვართ როგორც არასდროს,"- აღნიშნა ნიკა მელიამ.


close დახურვა