logo
ENG



განკვეთილი ბერი ნიკოლოზის მრევლი იმედის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდა

21 ნოე 201921:22
3 წუთის საკითხავი
 
s17mtmzjtbe6ykg.jpg

ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ინციდენტი მოხდა - ეკლესიიდან განკვეთილი ბერი ნიკოლოზის (ნარიმანის) მრევლმა ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. გადამღები ჯგუფის წევრები საავადმყოფოში გადაიყვანეს.


close დახურვა