![2021/06/24/82m10r3j81py8o9.png](/uploads_script3/articles/2021/06/24/82m10r3j81py8o9.png)
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, თბოელექტროსადგურთან არსებულ ხელოვნურ ტბაში 2 მოზარდს ეძებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები ტბაში საცურაოდ შევიდნენ. ადგილზე მაშველები და ექსპერტკრიმინალისტები არიან მობილიზებული.
მოზარდებს მყვინთავებიც ეძებენ. სამძებრო სამუშაობი უკვე საათზე მეტხანს მიმდინარეობს.