logo
ENG



გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახმა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩართო

23 ივნ 202007:48
3 წუთის საკითხავი
clock 620

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედარი სამხარაულის ესპერტიზის ბიუროდან ოჯახში გვიან ღამით გადაასვენეს. სახლთან გარდაცვლილ ფეხბურთელს ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.

როგორც  შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს, პირველადი ექსპერტიზის დასკვნით საქმეში დამატებითი დეტალები არ იკვეთება. საქმეში ოჯახის მხრიდან უკვე ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე განცხადების გაკეთებას არ აპირებს. 

„პირველადი მონახაზი კატეგორიული დასკვნის საშუალებას არ იძლევა. საჭიროა ლაბორატორიული კვლევა. სიცოცხლის დროს მიყენებული დაზიანებები რომ გამოიკვეთოს, ამას სჭირდება მორფოლოგიური და ჰისტოლოგიული კვლევა, ასე კატეგორიულად ვერ იტყვის ექსპერტი. ესწრებოდა თავიდან ბოლომდე, ჩართული იყო სამხარაულის ექსპერტებთან ერთად. როგორც მან თქვა, არ სურს განცხადების გაკეთება, ვინაიდან, შესაძლებელია, არასწორმა ინტერპრეტაციებმა შემდგომში განაპირობოს გამოძების შეცდომაში შეტყვანა, რადგან არაფერი ცალსახად გამოკვეთილი არაა“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილის 4 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახალგაზრდა 18 ივნისს საგურამოში, ერთ-ერთი მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც კონფლიქტს ჰქონდა ადგილი. როგორც ახლობლები აცხადებენ, შაქარაშვილი კონფლიქტში მონაწილეობას არ იღებდა. მისი კვალი მდინარე არაგვთან გაქრა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 70 მაშველი და 7 ნავი მონაწილეობდა. ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს.

19 წლის სპორტსმენის სიცოცხლის მოსპობის მიზეზი, სავარაუდოდ, უბნებს შორის დაპირისპირება გახდა. 


close დახურვა