შიომღვიმის მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, საფრთხე მინიმალურია.
"პირველადი შეფასებით, შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას. ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში.
ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში, აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი გეოლოგიური კვლევები", - ნათქვამია განცხადებაში.
მონასტერთან კლდის ნაწილი დღეს, 27 აგვისტოს ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.