logo
ENG



გარესამყაროს მოწყვეტილი 12 სოფელი და დახმარების მოლოდინში მყოფი მოსახლეობა - რა ხდება რაჭაში 

29 ივლ 202020:00
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს სამ რეგიონს სტიქია უტევს. გზების, სახლების გარეშე დარჩა ოჯახები და მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე თავშესაფრის მოლოდინშია. ძლიერი წყალდიდობის გამო რაჭაში 12 სოფელი გარესამყაროს მოწყდა, განადგურებულია 10 ხიდი. სოფელ ღებში ადიდებულმა მდინარემ სოფლამდე მისასვლელი გზა და ხიდები წაიღო, განადგურებულია სახნავ სათესი მიწები, დახოცილია ადგილობრივების კუთვნილი პირუტყვი.

მოსახლეობას ამ დრომდე არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. დახმარებას 2000 -ზე მეტი ადამიანი ითხოვს, აქედან 500 ტურისტია. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის გამოყვანა ვერტმფრენებით მიმდინარეობს, ისინი ქალაქ ონის ცენტრში გადაჰყავთ, თუმცა ადგილზე დაზარალებულებს არავინ ეხმარება.


close დახურვა