logo
ENG



გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი - მეუფე იობი ყინწვისის ინციდენტზე

03 მაი 202014:09
3 წუთის საკითხავი
 

რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე იობი აცხადებს, რომ ყინწვისის ინციდენტის დროს დაპირისპირება საერო პირებს შორის მოხდა, სროლა კი მონასტრის ტერიტორიაზე არ ყოფილა.

მეუფე იობი ადასტურებს სასულიერო პირებს შორის მომხდარ ინციდენტს და მას გაუგებრობას უწოდებს.

„გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი. მსგავსი აქამდე არ ყოფილა. მონასტერში არ მომხდარა ასეთი რამე. შელაპარაკება იყო ერისკაცებს შორის. ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს. სასულიერო პირები არ დაპირისპირებიან - მამა საბამაც გააკეთა განცხადება და მამა დავითიც იტყვის. როგორც ერის ადამიანები სვამენ, ისე სვამენ სასულიერო პირები. ყველაზე მკაცრად ვექცეოდი დავითს. არანაირი მფარველობა არ მაქვს. ნასვამობამ არ იცის არც ერის კაცი და არც სასულიერო პირი. მანამდე იშვიათად სვამდა, ცდილობდა თავის შეკავებას. ეს არ იყო გავლენების მოპოვების მცდელობაც. მათ არც უჩხუბიათ. მამა საბა იყო ჩამოსული და უნდა შერიგებულიყვნენ იმ დღეს შენი თანდასწრებით. ჰაერში იქნა გასროლილი, არ ვიცი, ვინ მოახვედრა ტყვიები მანქანას", - აცხადებს მეუფე იობი.

მღვდელმსახურებს შორის კი მომხდართან დაკავშირების აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგიერთი საკითხის საპატრიარქოს ზნეობის კომისიაზე განხილვის მომხრეა, ზოგიერთი კი გამოძიების დასრულებას ელოდება. სასულიერო პირთა

„ზნეობრივმა კომისიამ უნდა შეისწავლოს და წარადგინოს სინოდის წინაშე. სინოდი იმსჯელებს შემდეგ, შეიკრიბება თუ არა. მეუფე იობი არის ღირსეული სასულიერო პირი და ამ ეპარქიაში ძალიან ღირსეული პირები არიან. არ შეიძლება ერთი პირის გამო მთელ ეპარქიაზე ვიმსჯელოთ", - ამბობენ მეუფეები.


close დახურვა