გატაცებული საქართველოს მოქალაქე ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობიდან გაათავისუფლეს. საოკუპაციო რეჟიმის სასამართლომ ზაქრო ბუთხუზს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ჯარიმის სახით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა. 28 წლის ბუთხუზი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 2 დღის წინ სოფელ ქვეშეთის განაპირას დააკავეს.