![fktt7hssvp4smfn.jpg](/uploads_script/news/thumb_fktt7hssvp4smfn.jpg)
საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული ქართველი მეზღვაური 40-დღიანი ტყვეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ოთარ ვარდიძეს ბათუმის აეროპორტში ნათესავები და მეგობრები დახვდნენ. ტანკერს მეკობრეები 4 ნოემბერს დაესხნენ თავს და ეკიპაჟის 24 წევრიდან 4 გაიტაცეს. მათ შორის იყო საქართველოს მოქალაქეც. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული და ბერძნული მხარე ტყვეობაში მყოფი მეზღვაურის გასათავისუფლებლად ერთობლივად მუშაობდა.