კამპანიის გაუზიარე სინათლე ფარგლებში, უკრაინაში გასაგზავნი გენერატორებისთვის 13 დღეში 411 000 ლარი შეგროვდა. ინფორმაციას კამპანიის ორგანიზატორები ავრცელებენ.
"პატარა შეჯამება. 13 დღეში შეგროვდა 411 000 ლარი და 80 000-მდე ღირებულების გენერატორი საჩუქრად. რაც ნიშნავს, რომ საქართველოს წვლილი უკრაინის გენერატორების უზრუნველყოფაში თითქმის ნახევარი მილიონი ლარია. მადლობა მეგობრებო. ახლა საბოლოო შესყიდვებით და ტრანსპორტირების უზრუნველყოფით ვართ დაკავებულები"- ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.