logo
ENG



გაუპატიურებული და ღირსება აყრილი სასამართლო - აქცია-პერფორმანსი ქუთაისში

16 დეკ 201914:42
3 წუთის საკითხავი
 
xajsfoga1zxhr0o.jpg

„ხელისუბლების მიერ გაუპატიურებული და ღირსება აყრილი სასამართლო“ - ასეთი შინაარსის პერფორმანსით გააპროტესტა დღეს „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა გოგი წულაიამ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, ბიძინა ივანიშვილისა და "ოცნების" დეპუტატების გამოსახულებით პერფორმანსის მონაწილეებმა  თემიდას მანტია შემოახიეს.

როგორც, "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე აცხადებს, ამით მას სურდა საზოგადოებისთვის ეჩვენებია, როგორ მოექცა ივანიშვილი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტიტუტს.

„გააშიშვლეს და გააუპატიურეს თემიდა. გვითხრეს ერთი რამ, თქვენ ხომ დედა გაქვთ ნატირები, აი თქვენი შვილების და შვილიშვილების თაობასაც ასეთ უსამართლო ქვეყანაში ვაცხოვრებთო. ხელისუფლებას რა უნდა ვუთხრა, შემჯდარია ამ ვირზე. მინდა მივმართო ყველა ღირსეულ მოსამართლეს, ნამდვილად ამაზრზენია, როცა ასეთ სასამართლოში მსახურობ. ვიცი ძნელი ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მინდა მოვუწოდო მათ, გადადგან ღირსეული ნაბიჯი“, - განაცხადა გოგი წულაიამ.

 


close დახურვა