logo
ENG



გაუქმდეს ფასიანი საარჩევნო რეკლამა-გია ჟორჟოლიანი

03 ივნ 202012:48
3 წუთის საკითხავი
clock 311

გია ჟორჟოლიანი ახალი ინიციატივით გამოდის - წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა გაუქმდეს და არჩევნებზე რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს თანაბარი საეთერო დრო.

გია ჟორჟოლიანმა კანონპროექტი უკვე დაარეგისტრირა და მისი განხილვა ერთ-ერთ კომიტეტში უკვე დაწყებულია. 

„მედია დღის წესრიგში წარმოდგენილნი არიან არა ის პარტიები, ვინც ცალკეული ჯგუფების ინტერესებს წარმოადგენენ, არამედ კაპიტალის მქონე „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებიც ქმნიან ორპარტიულ დიქტატურას. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ პოლიტიკური სივრცე იყოს მათ შორის კინკლაობის ასპარეზი. ჩვენი მიზანია ყველას თანაბარ პირობებში ჩაყენება. მიზანია ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გაუქმება და რეგისტრირებული ყველა პარტიისთვის თანაბარი დროის გამოყოფა. ეს ხელს შეუწყობს თანაბარ პირობებში წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას", - ამბობს გია ჟორჟოლიანი.

ჟორჟოლიანის ინიციატივას აფასებენ მმართველ ძალაშიც და ამბობენ, რომ მსგავსმა პირობებმა, შესაძლოა, დააზარალოს მასმედია. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ბევრ მედიასაშუალებაზე ეს ინიციატივა უარყოფითად აისახება.

„დემოკრატიაში რაც უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს პოლიტიკურ ძალას, მეტი უფლებები აქვს გარკვეული მიმართულებით. ხალხი ვისაც უჭერს მხარს, ბუნებრივია, ეს პარტია უფრო ძლიერია. თუ შეთანხმდებიან პარტიები, რომ არ უნდათ უფასო რეკლამა, რა თქმა უნდა, ამის გაკეთება შესაძლებელია. ბევრ მედიასაშუალებაზე ნეგატიურად აისახება, თუ ფასიანი რეკლამა არ იქნება და ამ კუთხით ეს მასმედიას დაარტყამს", - ამბობს სოფო კილაძე.


close დახურვა