logo
ENG



გაჭიანურებული სასამართლო პროცესები და კანონმდებლობის ხარვეზები - საიამ ანგარიში გამოაქვეყნა

09 ოქტ 201917:31
3 წუთის საკითხავი
 
0wfyj77jvspkf05.jpg

 

აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების მაღალი მაჩვენებელი, გაჭიანურებული სასამართლო პროცესები და ნარკოდანაშაულის კანონდებლობის ხარვეზები - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციციის“ (საია) მორიგ ანგარიშში მოხვდა.

საიამ 5 ქალაქის: თბილისის, ქუთაისის, გორის, თელავისა და ბათუმის სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეები შეისწავლა და ხარვეზები დაადგინა. 

„საიაის“ სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია 9 ოქტომბერს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ  საიამ დღემდე, ჯამში, მონიტორინგის 13 ანგარიში მოამზადა. დოკუმენტი მოიცავს 2011 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტამდე დაფიქსირებულ ტენდენციებს. ამჯერად საიამ საზოგადოებას 2018 წლის მარტის თვიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში 2700-ზე მეტი სასამართლო პროცესის დაკვირვების შედეგები წარუდგინა.  

 


close დახურვა