logo
ENG



გახარიამ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი 2-ჯერ ნოკაუტში ჩააგდო - მდინარაძე

25 ივნ 202014:59
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის მიერ ბოიკოტის დროებით შეწყვეტას ეხმაურება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრი მოხსენებაზე მყოფ ოპოზიციას ნოკაუტში კიდევ ერთხელ ჩააგდებს.

"დარწმუნებული ვარ, ისევე ამომწურავი პასუხები ექნება, როგორც წინა ორ შემთხვევაში. თქვენ ნახეთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი მან ორჯერ ნოკაუტში ჩააგდო. გუშინ დადეს ვარჯიშის სურათები. ეტყობა რომ შეეშინებინათ, არც ეს ვარჯიში გაჭრის, რადგან მარტო ორატორობა არ არის საკმარისი, მართალი უნდა იყო, როცა გინდა პოლიტიკური დებატები მოიგო. ამ შემთხვევაში, გახარიას და "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარეს არის სიმართლე", - განაცხადა მდინარაძემ

შეგახსენებთ, რომ ხვალ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.


close დახურვა