logo
ENG



გახარიას მუქარა-ხაზარაძის ადვოკატებმა წერილი მედიას წარუდგინეს

21 ოქტ 201912:35
3 წუთის საკითხავი
 
x4jqx4x7yhcg3dk.png

მამუკა ხაზარაძის ადვოკატები დღეს მუქარის წერილის დედანს პროკურატურას წარუდგენენ. მანამდე კი საზოგადეობრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის ადვოკატებმა წერილი მედიას წარუდგინეს. ადვოკატის თქმით, უშუალოდ წერილზე 17 ანაბეჭდი იყო, რომელიც გამოძიებისთვის შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს, მისივე განცხადებით, პროკურატურამ უნდა მოახდინოს ანაბეჭდების იდენტიფიკაცია. 

„ფოლდერში ჩადებული, ფოლდერი კონვერტში იდო, იქ კიდე ფურცლები იდო და ათეულობით ესეთ ანაბეჭდზეა საუბარი. აღმოჩნდა, რომ ეს ათეულობით ანაბეჭდი არის ყველა ამ დოკუმენტზე,  თვითონ წერილზე არის 17 ანაბეჭდი, რომელიც შეიძლება გამოძიებისთვის იყოს საინტერესო,“-განაცხადა ხაზარაძის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა პარლამენტში განაცხადა, რომ იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. წერილის მიხედვით, ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, „ტვ პირველს"  ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად კი „ნაციონალური მოძრაობა" უნდა გაეკრიტიკებინა.

 


close დახურვა