ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის მარტვილსა და რუსთავში საკრებულოების თავმჯდომარეობის კანდიდატებს წარდგენას აპირებს. ამის შესახებ ბრიფინგზე ბერდია სიჭინავამ განაცხადა. მისივე თქმით, მათი გეგმა ეფუძნება იმოქმედონ ძალაუფლების დაბალანსების პრინციპით.
დღეს, 3 დეკემბერს მუნიციპალიტეტებში ახლადარჩეული საკრებულეობის პირველი სხდომა ჩატარდება.
პარტია საქართველოსთვის არ დაესწრება ბათუმში საკრებულოს პირველ სხდომას. ხოლო იმ დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტიას გადამწყვეტი ხმები აქვს, სხდომას დაესწრებიან, თუმცა დაკომპლექტებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
"იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან, სადაც ჩვენს პარტიას გააჩნია გადამწყვეტი ხმები, დღეს პირველ სხდომაზე საკრებულოების თავმჯდომარეების კანდიდატებად ჩვენს წარმომადგენლებს ვასახელებთ მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, სადაც ასევე გვაქვს გადამწყვეტი ხმები, ეს არის ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები, დავესწრებით სხდომებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების პროცედურაში დღეს მონაწილეობას არ მივიღებთ", - განაცხადა სიჭინავამ.
სიჭინავას თქმით, სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმები არ აქვს, თუმცა, აქვთ ხმების საკმარისი ხმები იმისთვის, რომ დაასახელონ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები, საკუთარ კანდიდატურებს დაასახელებენ.