საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე კორონავირუსით ინფიცირების ახალ შეთმხვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანაში 8 ახალი ინფიცირებულია.
გახარიას თქმით, ორი მათგანის პირველწყარო დაუდგენელია.
„ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. თითქოს არ არის ბევრი, მეტიც გვქონია, მაგრამ სამწუხაროდ, 8 შემთხვევიდან 3 შემთხვევა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გახლავთ ბოჭორიშვილის კლინიკიდან. ორი შემთხვევის წარმომავლობა გაურკვეველია. ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ საუბრები ეპიდემიის დამარცხებაზე, როგორც მინიმუმ უკიდურესად ნაადრევია, ამიტომ მობილიზაციის კიდევ უფრო მაღალი ხარისხი გვმართებს“, - განაცხადა პრემიერმა.
ამ დროისთვის ქვეყანაში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 818 მოქალაქეა, აქედან 686 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.