logo
ENG



გახარია: დღეის მდგომარეობით არ დგას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა

19 მარ 202021:29
3 წუთის საკითხავი
 

"დღეის მდგომარეობით არ დგას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ნებისმიერ დროს",- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მთავრობის ადმინისტრაციაში  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა დასრულდა და როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სახელმწიფო დგამს ყველა ქმედით ნაბიჯს კორონავირუსთან საბრძოლველად და ვირუსის გავრცელებიის მინიმალიზაციისთვის. 

"მივიღეთ რამდენიმე გადაწყვეტილება. ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, შიდა გავრცელების ეტაპზე, რაც მოითხოვს დამატებითი ღონისძიებების გატარებას.დღეს იძულებულები ვართ გამკაცრების შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ. ყველა სავაჭრო ობიექტი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო, საფოსტო, ბენზინგასამართი ქსელისა და ასევე საბანკო განყოფილებებისა დახურული უნდა იყოს. ჩვენი მიზანია ვირუსის გავრცელების ტემპი მაქსიმალურად შევამციროთ. დღეის მდგომარეობით არ დგას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ნებისმიერ დროს",-აღნიშნა გახარიამ.

მისივე  თქმით, კორონავირუსი გლობალური გამოწვევაა, რაზეც საზოგადოებისრეაქცია არ უნდა იყოს შიში და არც პანიკა. 

"კრიზისის შემდგომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს. მოვუწოდებ მოქალაქეებს, მაქსიმალურად ეცადეთ დარცეთ სახლში და განსაკუთრებით ეს ეხებათ 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა",-განაცხადა გახარიამ. 


close დახურვა