logo
ENG



გახარია: თუ ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ ვირუსი, დამატებითი შეზღუდვები არ უნდა შემოვიღოთ

06 სექ 202018:20
3 წუთის საკითხავი
 
mdmv4qjb9ssqknr.jpg

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, "ნელ-ნელა" საზღვრები უნდა გაიხსნას და ეკონომიკა ამოქმედდეს. როგორც გახარია ამბობს, კორონავირუსი გლობალური პრობლემაა და მას ცალკე აღებული ქვეყანა ვერ დაამარცხებს. მისი თქმით, აუცილებელია ქვეყანამ ვირუსის მართვა ისწავლოს, რათა ეკონომიკისთვის და მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესება აუცილებელი არ გახდეს.

"მიუხედავად იმისა, რომ ყველანი ვთანხმდებით, რომ ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად საზღვრები უნდა გავხსნათ, ნელ-ნელა ძალიან ფრთხილად, ეკონომიკა უნდა ამოძრავდეს. ცალკე აღებული ვერც ერთი ქვეყანა ვირუსს ვერ დაამარცხებს, ეს გლობალური პანდემიაა. ჩვენ ყველაზე მთავარი რაც უნდა გავაკეთოთ, ვირუსის მართვა უნდა ვისწავლოთ. არ უნდა შეგვეშინდეს, თუ მაგალითად ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა იქნება - დღეში 20, 30, 40 შემთხვევა. თუ ვიცით წყარო, თუ ვიცით, როგორ უნდა ვუმკურნალოთ, რა თქმა უნდა, დამატებითი შეზღუდვები, ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის არ უნდა შემოვიღოთ, მით უმეტეს, ახლა, როდესაც საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს".-აცხადებს გახარია.


close დახურვა