logo
ENG



გახარია: კრიზისის დროს გრძელვადიანი გეგმები არ დგება

27 მაი 202020:49
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ პრემიერს მიმართა და კითხვა თუ გეგმა აქვს სახელმწიფოს ქვეყნის ეკონომიკის კრიზისიდან გამოსაყვანად.

„ნუ ბრაზობთ იმ შეკითხვებზე, რომელლიც არ მოგწონთ-ხოლმე. იმიტომ, რომ ცოტა გამოიყურებით ისე, რომ არგუმენტები გაკლიათ და იმიტომ გადადიხართ სიბრაზეზე. იქნებ მიპასუხოთ იმ კითხვაზე, რომელზეც არ მიპასუხეთ. მგონია, რომ ამ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანია კონკრეტული ეპიდემიოლოგიური გეგმა და ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა. არა იმის აღწერა რა მოუვა ეკონომიკას, არამედ ის, როგორ გამოიყვანთ კრიზისიდან ეკონომიკას“, - განაცხადა კობერიძემ.

გახარიას თქმით კი, კრიზისის დროს გრძელვადიანი გეგმები არ დგება.

„კრიზისი ჰქვია იმ მდგომარეობას, როდესაც გრძელვადიანი გეგმები კი არ დგება, ეტაპობრივად მივდივართ და ვაკეთებთ მიზეზშედეგობრივი კავშირიდან გამომდინარე, რათა უფრო მეტად ეფექტურები ვიყოთ და არა ტრაფარეტული განცხადებები, რომ გვაქვს ხუთწლიანი გეგმა და გავაკეთებთ ყველაფერს“, - აღნიშნა პრემიერმა. 


close დახურვა