logo
ENG



გახარია: მესტიაში ვირუსის აფეთქებას, ალბათ, მივუსწარით, საბოლოო სურათი დღის ბოლოს გვექნება

12 აგვ 202011:00
3 წუთის საკითხავი
 
dqp17q76ydhlg6j.jpg

პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობამ მესტიაში ვირუსის აფეთქებას "ალბათ, მიუსწრო".

მანვე განმარტა, რომ დღის ბოლომდე გამოჩნდება სრული სურათი, თუ რა ეპიდვითარებაა სვანეთში.  

"გამოდის, რომ მესტიაში ვირუსის აფეთქებას, ალბათ, მივუსწარით, თუმცა სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მე როგორც ვიცი, 1 000 ტესტია ჩამოტანილი, რომლის პასუხებიც ჯერ არ ვიცით, თუმცა ამ 1 000 ნიმუშის გარეშე ინფიცირების 14 შემთხვევა გვაქვს. დღის ბოლომდე გვეცოდინება ამ 1 000 ტესტის შედეგებიც და გვექნება საბოლოო სურათი, რა ხდება სვანეთში", - აღნიშნა გახარიამ. 

გახარიას ცნობით, გუშინ საკარანტინო ზონებში სვანეთში 919 მოქალაქე გადაიყვანეს. დღეის მდგომარეობით, 7700 ადამიანია საკარანტინო სივრცეებში. 


close დახურვა