logo
ENG



გახარია: ოცნებას, ჩვენ რომ გვებრძვის, იმ ჟინით რომ ებრძოლა ენმ-სთან, სხვა რეალობა იქნებოდა

24 ივნ 202113:05
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: ოცნებას, ჩვენ რომ გვებრძვის, იმ ჟინით რომ ებრძოლა ენმ-სთან, სხვა რეალობა იქნებოდა
მთავრობის ადმინისტრაცია

გიორგი გახარია აცხადებს, რომ მოქმედი მმართველი ძალა მისი პარტიის წინააღმდეგ უფრო აქტიურ კამპანიას აწარმოებს, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ აწარმოებდა.

„არაფერი დასამალი არ მაქვს. არაფერი საერთო ნაციონალურ მოძრაობასთან არ მაქვს და მეტსაც გეტყვით - ქართულ ოცნებას წლების განმავლობაში ასეთი ჟინით რომ ებრძოლა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, როგორც დღეს ჩვენს წინააღმდეგ იბრძვის, ქვეყანაში სხვა პოლიტიკური რეალობა იქნებოდა", - ამბობს გიორგი აგხარია

რუსთავი 2-თან საუბრისას გახარია საუბრობს ვაშინგტონში მის მიერ გამართულ შეხვედრებზე და ამბობს, რომ დეტალურ ინფორმაციას მისი ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მოვისმენთ.

„საუბარი იყო ყველა თემაზე, როგორც წარსულთან, ისე მომავალთან დაკავშირებით, მაგრამ ძირითადი მაინც ჩვენს პარტნიორებს და კოლეგებს აინტერესებთ, როგორი ხედვა გვაქვს მომავალში. გვქონდა შეხვედრები ადმინისტრაციაში, უშიშროების საბჭოში. ჩამოვალთ და ყველაფერს მოგიყვებით. ყველა, ვინც რაიმე სახით საქართველოსთან არის დაკავშირებული, ფორმალური თანამდებობით ან კვლევის ნაწილში, ან საქართველოს მეგობარია, ყველასთან გვქონდა შეხვედრები", - განაცხადა გახარიამ.

გახარიამ თანამდებობა და ქართული ოცნება 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა - მან მიზეზად ნიკა მელიას დაკავების საკითხზე გუნდსა და მას შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

29 მაისს გახარიამ საკუთარი პარტიის საქართველოსთვის პრეზენტაცია გამართა.


close დახურვა