logo
ENG



გახარია: ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება

24 აპრ 202015:49
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება.

გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნული გამოცდები გაიმართება.

„განათლების საკითხზე ცალკე პრეზენტაციის გაკეთება გვინდა. თუმცა, დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. განათლების სამინისტრომ ეფექტურად შესძლო გამკლავდებოდა შეზღუდვებს. დისტანციური სწავლების მეთოდი, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ეფექტურად გაატარა.ეროვნულ გამოცდებს არაფერი ემუქრება, შეიძლება იყოს გადავადების მექანიზმი“, - განაცხადა გახარიამ.


close დახურვა