logo
ENG



გახარია დარბევაზე: შემდგომშიც სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს ანალოგიურად

19 ნოე 201912:44
3 წუთის საკითხავი
 
qa9qsx2av7zytvj.png

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება შემდეგ ჯერზეც ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც გუშინ, როცა სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება მოხდება. როგორც მან აღნიშნა, თუ ადრე მისი პასუხისმგებლობა იყო, როგორც შს მინისტრის, დღეს ეს მისი, როგორც პრემიერის პასუხიმგებლობაა.

„ვინ გასცა ბრძანბა? - რა შემიძლია გითხრათ. ადრე რაც ხდებოდა იყო ჩემი პასუხისმგებლობა როგორც შს მინისტრის, დღეს არის როგორც პრემიერ-მინისტრის. სხვაობა არაფერია. ამ ქვეყანში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში დაცულია. რამდენიმე დღე გრძელდებოდა პრობლემებნნის გარეშე, მაგრამ მას შემდეგ, რაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა მოუწოდეს ბლოკირებისკენ, პარლამენტის ფუნქციონირება დადგა საფრთხის ქვეშ. რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში უკანონო აქციის ბლოკირების აღმოფხვრაზე. შემდგომშიც სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს ანალოგიურად, კანონის ფარგლებში," - განაცხდა გახარიამ.

 


close დახურვა