logo
ENG



გახარია დღეს პარლამენტში ანგარიშს წარადგენს

26 ივნ 202006:13
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დღეს ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. მმართველი პარტიის ოპონენტები გიორგი გახარიას ანგარიშის წარდგენას დაესწრებიან.

ეკონომიკური და სოციალური გამოწვევები, 20 ივნისი, ანტიკრიზისულ პერიოდში გაწეული სამუშაოები  - ეს ის ძირითადი თემებია, რომლის გარშემოც ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან ექნება კითხვები.  

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, პრემიერმა ყველა არსებულ კითხვაზე პასუხი უნდა გასცეს. 

"გახარიასთან ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს, რაც უკავშირდება 20 ივნისს. ვნახეთ ომბუდსმენის ანგარიშში შეფასებები. ასევე ბევრი კითხვა ეკონომიკურ ვითარებას უკავშირდება. ქვეყანა შედის მძიმე ეკონომიკურ კრიზისში და გაურკვეველია, რას სთავაზობს ხელისუფლება მოქალაქეებს“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი მიიჩნევს, რომ პრემიერის მიერ ანგარიშის წარდგენა არის ანგარიშვალდებულების დემონსტრირება. 

"პრემიერ-მინისტრის ანგარიში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს საკითხებს. მიგვაჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთხელ დემონსტრირება პარლამენტის წინაშე პრემიერის მხრიდან ანგარიშვალდებულების", - ამბობს ოხანაშვილი. 

 


close დახურვა