logo
ENG



გახარია იაკობის ბრალდებაზე კითხვას უკანა კარიდან გაექცა

28 ოქტ 201920:33
3 წუთის საკითხავი
 
e0df0e047u8o70k.png

მთავრობის წევრები ამტკიცებენ, რომ მეუფე იაკობის მიერ გაჟღერებული უმძიმესი ბრალდებები არა საგამოძიებო უწყების, არამედ საპატრიარქოს გამოსაძიებელია. დღეს „ქართული ოცნება“ იმასაც ამბობდა, რომ მეუფე იაკობის განცხადებები გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა. თავად პრემიერი, რომელსაც იაკობი საიდუმლო, დანაშაულებრივი შეთქმულების მთავარ მონაწილედ ასახელებს, დღეს მედიას უკანა კარიდან გაექცა. კითხვები  უხერხული აღმოჩნდა მთავრობის სხვა წევრებისთვის. მინისტრები ამბობენ , რომ საკითხი სინოდმა უნდა განიხილოს. ერთადერთი ვინც  ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა,  ქართული ოცნმების გენერალური მდივანი კახა კალაძე იყო.  

მეუფე იაკობის უმძიმესი ბრალდებების შეფასებისგან თავს იკავებს „ქართული ოცნების” უმრავლესობაც პარლამენტში. მმართველ გუნდში ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებების არ სჯერათ. „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი ეკა ბესელია კი მეუფე იაკობის განცხადების უკან კიდევ უფრო მნიშვნელოვან ამბებს ხედავს, რადგან მისი თქმით, იაკობი ბიძინა ივანიშვილის მოძღვარი იყო. ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს საპარლამენტო ოპოზიცია. „ევროპული საქართველო“ მზადაა მას საპარლამენტო ფორმატში მოუსმინოს. არასაპარლამენტო ოპოზიციაში კი საპატრიარქოს განმარტებებს ელოდებიან. თუმცა, უკვე მესამე დღეა დუმს მთავარი საგამოძიებო უწყება. პროკურატურის პრესამსახურში აცახდებენ, რომ გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

 


close დახურვა