logo
ENG



გახარია მელიას დაკავების ოპერაციაზე: უხილავი ხელები მოქმედებდნენ

08 ივნ 202121:32
3 წუთის საკითხავი
 
გახარია მელიას დაკავების ოპერაციაზე: უხილავი ხელები მოქმედებდნენ
მთავრობის ადმინისტრაცია

ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების ოპერაციაზე მსჯელობას იხსენებს და საუბრობს "უხილავი ხელების მოქმედებასა" და პრემიერიმინისტრის უფლებამოსილებაში ჩარევაზე "პარტიიდან". ამასთან, ტვ პირველზე გადაცემა "რეაქციაში" საუბრისას მან არ დაასახელა, თუ ვინ იგულისხმა "უხილავ ხელში". 

გიორგი გახარია ყვება, რომ მელიას სპეცოპერაციით დაკავების წინააღმდეგი იყო და ეს პოზიცია მმართველ გუნდშიც დააფიქსირა:

"იქ იყვნენ ადამიანები რომლებიც ეთანხმებოდნენ ჩემს პოზიციას, გუნდის წევრები. 16 თებერვალს პროცესია, ვმსჯელობთ ეს მისაღებია, ეს - არა

17-ში, როდესაც მე უკვე ვხედავ, რომ ეს პოზიციები, რომლებიც მსჯელობის პროცესში იყო, უკვე ჩამოყალიბებულია და რაღაც ზეგავლენები ხდება ამ ადამიანზე და რაღაც უხილავი ხელები მოქმედებენ, სწორედ ამიტომ მოვითხოვე 5-საათიანი შეხვედრის მოწვევა, სადაც უკვე იძულებული ვიყავი, იმიტომ, რომ დამხვდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, დამეფიქსირებინა ის, რაც დავაფიქსირე. 

იმ ღამეს სამსახურიდნა არ წავსულვარ. როდესაც ვნახე, რომ პროცესი გასაკვირად იმართებოდა, მკაფიოდ დავაფიქსირე პოზიცია, რომ მე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას და ვაძლევ განკარგულებას შსს-ს ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაოები სპეციალური ღონისძიებისთვის გააჩეროს. ეს მათ ღამით ვუთხარი. 

მას შემდეგ, რაც მე უბრალოდ ფაქტის წინაშე დავდექი, რომ ჩემი პრემიერმინისტრის უფლებამოსილებაში პარტიიდან ადამიანი, რომელიც ამას ცხოვრებაში ვერასდროს გაბედავდა, რაღაცა ინსტრუმენტებით ერეოდა და პირდაპირი კომუნიკაცია, ან რაღაცა ურთიერთობა ჰქონდა შსს-სთან, ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო", - თქვა გახარიამ.

წამყვანის კითხვაზე, რატომ არ გაათავისუფლა ის, ვინც ეწინააღმდეგებოდა მის განკარგულებას, მაგალითად, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, ამაზე, გახარიამ უპასუხა, რომ ასეთი სცენარი განიხილებოდა, მაგრამ "შედეგები იყო არაპროგნოზირებადი".

 

 


close დახურვა