logo
ENG



გახარია საპენსიო ფონდზე ოპოზიციას პასუხობს: 772 მლნ. ვერ მოუნელებიათ

29 მაი 202016:33
3 წუთის საკითხავი
 

"772 მლნ. ვერ მოუნელებიათ",-ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას, რომელსაც მნიშვნელოვნად მიაჩნია ეკონომიკური კრიზისის დროს საპენსიო ფონდის უკან დაბრუნება მოქალაქეებისთვის. 

პრემიერის თქმით, საპენსიო ფონდი არის სტაბილური გარანტი მომავლისთვის. ხელისუფლების ოპონენტები კი მიზანმიმართულად ებრძვიან აღნიშნულ ფონს და ამ გზით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.

"772 მლნ. ვერ მოუნელებიათ, რომელიც დევს. ესაა სტაბილურობის ფონდი ჩვენი მოქალქეებისთვის უკვე ხანდაზმულობის პერიოდში. ყველა ზღვარს გავიდა მიზანმიმართული ბრძოლა საპენსიოსთან. რეალურად ესაა სურვილების გეგმა, რაც მიმართულია იმისთვის, რომ ადამიანებმა აკრიფონ პოლიტიკური ქულები მაშინ, როცა ქვეყანა ებრძვის პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს",-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ამ წუთებში ოპოზიციის კითხვებს პასუხობს. საკანონმდებლო ორგანოში ის ორმა ფრაქციამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ეროოპულმა საქართველომ" დაიბარა. 


close დახურვა