logo
ENG



გეგელია: უნგრეთმა რომ ავტოკრატიული რეჟიმებიც სრულდებიან არჩევნების გზით

13 აპრ 202611:42
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/13/l1zn0fd5xbyrh1v.png

გილოცავთ უნგრეთის დაბრუნებას ევროპაში. ძლიერი საქართველოს სახელით მსურს მივულოცო პეტერ მადიარს, სრულიად უნგრელ ერს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც 16 წლის განმავლობაში ელოდა ამ დღეს, როდესაც გაიმარჯვებდა უნგრელი ხალხის დემოკრატიული ნება და დასრულდებოდა ორბანის რეჟიმი.

დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნგრეთმა იზეიმა, გაიმარჯვა და დაუბრუნდა თავისუფალი ევროპის წიაღს. გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ავტოკრატიული რეჟიმებიც სრულდებიან არჩევნების გზით. გუშინ უნგრელმა ხალხმა არჩევნებში ტრიუმფალურად დაასრულა რეჟიმი, რომელიც ბევრად უფრო ძლიერი, ნიჭიერი და გავლენიანი იყო ვიდრე არის ქოცური ოცნება.

სრული უთანასწორობის, ერთ პარტიაზე მორგებული სახელმწიფო აპარატის, წინასწარ გაყალბებული სისტემის, კოლოსალური ადმინისტრაციული რესურსის, პრივატიზებული კონსტიტუციის, კორუფციულად მიტაცებული ათობით მილიარდის და სრული მედიამონოპოლიის მიუხედავად, ორბანის რეჟიმი იქნა სასტიკად განადგურებული, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, რადგან არცერთი სისტემა არ არის ურღვევი. ვერცერთი გაყალბებული სისტემა ვერ აღუდგება წინ ხალხის ნებას, როდესაც მოქალაქეები მასობრივად დაუპირისპირდებიან რეჟიმს არჩევნებში. რადგან შეუპოვრობას, გამბედაობას და დემოკრატიული ღირებულებების რწმენას შეუძლია დაძლიოს შიში და მანიპულირება.

უნგრელი ერის დაბრუნება ევროპაში არის მოსკოვის პირდაპირი მარცხი. დომინოს პრინციპით ჩვენ სულ მალე იგივეს ვნახავთ სლოვაკეთში, ჩეხეთში, სერბეთში და, რა თქმა უნდა, საქართველოში, სადაც კორუმპირებული რუსული სატელიტი, ქართველების თავს იძულებით მოხვეული ანტიქართული რეჟიმი დღემდე განაგრძობს ჩვენი ქვეყნის კორუფციაში ჩახრჩობას და რუსიფიკაციას.

გუშინ უნგრელმა ხალხმა დაასრულა ქოცების ერთადერთი პარტნიორი ევროპაში და სულ მალე მის სატელიტურ რეჟიმს დაასრულებს ქართველი ხალხი. საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა უნდა ისწვლონ მნიშვნელოვანი გაკვეთილი მადიარის ბრძოლიდან, რომელმაც გაყალბებულ სისტემაში უსამართლობასთან შეგუებას არჩია რთული ბრძოლა და ნაცვლად არჩევნების ბოიკოტირებისა ან ყურის ჩამოყრისა, შევიდა სრულიად უთანასწორო ბრძოლაში და მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება.

უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ, დემოკრატიული ოპტიმიზმი საარჩევნო ნიჰილიზმის მაგიერ, პოლიტიკის დაბრუნება ხალხისთვის და მისი ჩაყენება ადამიანების სამსახურში - ეს იყო, არის და იქნება ძლიერი საქართველოს მთავარი რწმენა ჩვენს ბრძოლაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.


close დახურვა