„ივანიშვილმა კატეგორიულად მითხრა თუ არ გინდათ კლანი სასამართლოში მაშინ წადითო“, - ამის შესახებ განცხადებას ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენელი გედევან ფოფხაძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.
მისი განცხადებით, თუ ასეთი ერთსულოვნებაა სასამართლოს კლანთან მიმართებაში, ერთსულოვნებაა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხში ამ მაჟორიტარულ თემაზე, რატომ აღმოჩნდა ასეთი დაპირისპირებული პოზიციები? რატომ ხდება, რომ ფაქტიურად ულტიმატუმებს უყენებენ ბიძინა ივანიშვილს ადამიანები, რომელთა მანდატიც მთლიანად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა?
„ნათლად მითხრა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ან საჯაროდ განსხვავებული აზრი არ თქვაო ან წადი გუნდიდანო. თუ ჩემთან მიმართებაში ასეთი ფორმულა იყო მაშინ, ჩვენც ასე გვიწოდეს ამბოხებული, თუ არ გინდათ კლანი სასამართლოში და არ უჭერთ ამ გადაწყვეტილებას მხარს წადითო. თუ ასეთი ერთსულოვნებაა სასამართლოს კლანთან მიმართებაში, ერთსულოვნებაა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხში, ამ მაჟორიტარულ თემაზე, რატომ აღმოჩნდა ასეთი დაპირისპირებული პოზიციები? რატომ ხდება, რომ ფაქტიურად ულტიმატუმებს უყენებენ ბიძინა ივანიშვილს ადამიანები, რომელთა მანდატიც მთლიანად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. მე ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ ჩემი მანდატი ივანიშვილის დამსახურებაა“, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.