logo
ENG



გედევან ფოფხაძე: ქართულმა ოცნებამ თავის თავს გაუკეთა ისეთი რაღაც, რასაც სხვა ვერ გაუკეთებდა

21 ნოე 201921:37
3 წუთის საკითხავი
 
1ozez1x6ufy9peg.jpg

ის რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ეს არის უპრეცენდენტო საქციელი პოლიტიკური ძალის მხრიდან, - ამის შესახებ განცხადებას დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს. მისი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ თავის თავს გაუკეთა ისეთი რაღაც, რასაც სხვა ამ პოლიტიკურ ძალას ვერ გაუკეთებდა.

დამოუკიდებელი დეპუტატის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ ყველაფერი დამთავრდა და შიდა პოლიტიკურ პროცესს წერტილი დაესვა.

„ის რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ეს არის უპრეცენდენტო საქციელი პოლიტიკური ძალის მხრიდან იმიტომ რომ ასეთ რამეს თავის თავს არავინ არ გაუკეთებს. ის რომ მათი მმართველობის დროს ყველაფერი დაზარალდა ეს სახეზეა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ თავის თავს გაუკეთა ისეთი რაღაცა, რასაც სხვა „ოცნებას“ ვერ გაუკეთებდა. ასეთ მოცემულობაში ქართული ოცნების მომხრემაც არ იცის ვის დაუჭიროს მხარი. „ქართული ოცნება“ თვითონ დაიკარგა საყრდენებში რაც გვქონდა იმიტომ, რომ 2012-ში ჩვენ ვიცოდით, რაც გვინდოდა, გვქონდა კონკრეტული იდეოლოგია და პრინციპები და მე მიმაჩნია, რო გვყავდა პოლიტიკური გუნდიც, იმიტომ რომ კოალიცია ნამდვილად იყო პოლიტიკოსებისგან შემდგარი. მერე ეს გუნდი ნელ-ნელა დაიცალა პოლიტიკოსებისგან და იდეოლოგიისგან. 2016 წლიდან უკვე ნელ-ნელა იგრძნობოდა, რომ ჩვენ გადავდივართ ჩინოვნიკებზე და „ქართული ოცნების“ ადვოკატები და არა პოლიტიკოსები გამოდიან წინა პლანზე, რომლებიც ყველაფერში ამართლებდნენ ოცნებას. გიორგი კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ ეს ყველაფერი საერთოდ დამთავრდა და წერტილი დაესვა შიდა პოლიტიკურ პროცესს,“ - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


close დახურვა