გელათში ჩატარებული სამუშაოები უკანონოდ აღიარეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დადგენილებით, კომპანია “იკორთა 2007”-ის მიერ ყველა დონეზე განხორციელებული საქმიანობა კანონის დარღვევაა. განჩინებაში ჩანს, რომ პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსაც ეკისრება.