logo
ENG



გელა ჩარკვიანმა პირველი რომანი გამოსცა

09 ოქტ 201920:41
3 წუთის საკითხავი
clock 1082
e0kgkxpi03als0v.jpg

 80 წლის გელა ჩარკვიანმა პირველი რომანი გამოსცა. ავტორი "მერმისის ჭაღარა მთვარეების" პრეზენტაციისთვის ემზადება. 

ავტორმა 3 თვეში დაწერილი 165-გვერდიანი რომანი მეუღლისა და შვილის მონატრებას მიუძღვნა, მოვლენები კი 80-იანი წლების მიწურულსა და 90-იანი წლების დასაწყისში ვითარდება.

"მერმისის ჭაღარა მთვარეები" ლევან გურჩიანის ოჯახის ცხოვრების 8-წლიანი მონაკვეთის მატიანეცაა. რომანში მკითხველი გაიგებს, თუ როგორ უყვართ გურჩიანების ოჯახში და როგორ თმობდნენ სამშობლოს გულისთვის ყველაზე ძვირფასს - შვილს. 

მერმისის ჭაღარა მთვარეების" პრეზენტაცია 10 ოქტომბერს გაიმართება. წიგნის მაღაზიების თაროებზე კი გელა ჩარკვიანის რომანს ორშაბათიდან იხილავთ.

 


close დახურვა