უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს ლუჰანსკის ოლქის სამი და დონეცკის ოლქის ერთი დასახლება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული ინფორმაციაშია აღნიშნული.
"წარმატებული მოქმედებების წყალობით ჩვენმა ჯარებმა განდევნეს მტერი ლუჰანსკის ოლქის კარმაზინოვკას, მიასოჟაროვკასა და ნევსკოეის დასახლებებიდან და დონეცკის ოლქში, ნოვოსადოვოდან", - აცხადებენ გენერალურ შტაბში.
5 ოქტომბერს ლუჰანსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ჰაიდაიმ ლუჰანსკის დეოკუპაციის დაწყების შესახებ განაცხადა. რაც შეეხება დონეცკს, ამჟამად დონეცკის ოლქში ოკუპანტებისგან 40 დასახლებაა გათავისუფლებული.