logo
ENG



გენშტაბი: რუსები ხერსონში უკრაინასთან ომისთვის მოსახლეობის იძულებით მობილიზებას გეგმავენ

21 აპრ 202210:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/21/y0tpptmnyhd7isd.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსები ხერსონის ოლქში უკრაინასთან საბრძოლველად მოსახლეობის იძულებით მობილიზებას გეგმავენ.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ხერსონის რეგიონის სოფელ ზოლოტა ბალკაში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივებთან შეხვედრა გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ "მწვანე დერეფნები" აღარ იქნებოდა და მოქალაქეებს სოფლის დატოვება აეკრძალებათ.

"მათ გააფრთხილეს მოსახლეობა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების მიერ მათი პოზიციების დაბომბვის შემთხვევაში, რუსი დამპყრობლები დაიწყებდნენ დასახლების დაბომბვას. რუსები აგრძელებენ სახლებისა და შენობების ჩხრეკას" - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, რუსებმა მიზნად დაისახეს, რომ მთლიანად შეაჩერონ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ხერსონის ჰუმანიტარული მხარდაჭერა.

"ოკუპანტების მიერ მოსახლეობის ტერორი გრძელდება"- აცხადებენ უწყებაში.


close დახურვა