logo
ENG



გენშტაბი: უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქში იერიშზე გადავიდნენ

28 მაი 202220:16
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/28/5airk6d7okjcs0t.jpg

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქში იერიშზე გადავიდნენ, რუსი ოკუპანტები კი მათ მოგერიებას ცდილობენ.

გენშტაბში ამბობენ, რომ ოკუპანტები დიდ დანაკარგს განიცდიან, რადგან არახელსაყრელ ადგილებში არიან განლაგებული.

"თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების შეტევითი მოქმედებების შედეგად, მტერმა განიცადა ზარალი და თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა, თუმცა არახელსაყრელ ადგილებში. კერძოდ - ხერსონის რეგიონის ანდრეევკას, ლოზოვოიასა და ბელოგორკასთან ახლოს. ბრძოლა გრძელდება. რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას პრიბუჟსკოეს, პოსად-პოკროვსკოეს, ბლაგოდატნოიეს, ოსოკოროვკას, ნოვოვორონცოვკას, ნოვოალექსანდროვკასა და სხვა დასახლებებში. S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემების გამოყენებით, მტერი აგრძელებს საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას", - წერია გენშტაბის ინფორმაციაში.


close დახურვა