logo
ENG



გენშტაბი: ჩულანოვკასთან რუსებზე იერიში მივიტანეთ, დაიღუპა და დაიჭრა 500-მდე ოკუპანტი

03 იან 202310:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/03/0mkv4fnct2de6r7.jpg

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის სოფელ ჩულანოვკასთან ოკუპანტებზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც რუსების დანაკარგი 500-მდე დაღუპულ და დაჭრილ მებრძოლს შეადგენს.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, აღნიშნული იერიში 31 დეკემბერს განხორციელდა. უწყებაში ამბობენ, რომ შეტევის დროს დაზიანდა და განადგურდა ოკუპანტების სამხედრო ტექნიკაც.

გარდა ამისა, 1 იანვარს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ხერსონის ოლქის ფედროვკას დასახლებაში ცეცხლი გაუხსნეს რუს სამხედროებს, თუმცა ოკუპანტების დანაკარგი ამ დროისთვის ზუსტდება.


close დახურვა