logo
ENG



გერაშენკო: რუსებს აზოვსტალის გვირაბები ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა, მოღალატემ აჩვენა

04 მაი 202223:49
3 წუთის საკითხავი
 
გერაშენკო: რუსებს აზოვსტალის გვირაბები ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა, მოღალატემ აჩვენა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის, ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, რუს ოკუპანტებს აზოვსტალის ქარხანაში შესასვლელი საიდუმლო გვირაბების შესახებ მისმა ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა. 

გერაშენკო ამბობს, რომ რუსებმა ქარხანაში, რომელსაც თავს მარიუპოლის მცველები და მოქალაქეები აფარებენ, სწორედ ამის შემდეგ შეაღწიეს. 

"რუსმა ნაძირლებმა იპოვეს მოღალატე კომბინატის თანამშრომლებს შორის, რომელიღაც ელექტრიკოსი, რომელმაც მათ აჩვენა მიწისქვეშ ჩასასვლელი გვირაბები. და გუშინ რუსებმა დაიწყეს გვირაბების შტურმი, რომელზე ინფორმაციაც მოღალატისგან მიიღეს". - აცხადებს გერაშენკო

რუსი სამხედროები აზოვსტალში რამდენიმე ადგილას შეიჭრნენ. მძიმე ბრძოლები 2 დღეა, მიმდინარეობს. 

თუმცა, უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, აზოვსტალში რუსული ჯარის მცდელობა, დაიკავოს ქარხნის ტერიტორია, წარუმატებლად მიმდინარეობს. 

გენშტაბი წერს, რომ რუსები აზოვსტალზე კონტროლის დამყარებას როგორც ქვეითი, ისე საჰაერო საბრძოლო მეთოდებით ცდილობენ. 

რამდენიმე საათით აზოვის ბატალიონის მებრძოლებთან კავშირი ვერ ხერხდებოდა, თუმცა, მოგვიანებით ვიდეო გაავრცელა აზოვის ბატალიონის ხელმძღვანელმა, დენის პროკოპენკომ. 

მისი სიტყვებით, ვითარება მძიმეა, თუმცა, ისინი აზოვსტალის დაცვას აგრძელებენ. 


close დახურვა