გერმანიამ უკრაინას „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
"ვუხდი მადლობას გერმანიას და პირადად ფედერალურ კანცლერს ფრიდრიხ მერცს ამ ერთობლივი ნაბიჯისთვის, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რუსული ტერორისგან იცავს. გარკვეული დროის განმავლობაში ვემზადებოდით ამ გაძლიერებისთვის, და ახლა მიღწეული შეთანხმებები უკვე შესრულებულია", - დაწერა ზელენსკიმ.
