გერმანიამ ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში კვლავ კარანტინი გამოაცხადა. მიზეზი კორონავირუსის შემთხვევების მომატება გახდა. წყარო ხორცის ქარხანაში აღმოაჩინეს.
რეგიონში კოვიდ 19-ის ახალი 1330 შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის ხელმძღვანელობის განცხადებით, კვლავ სავალდებული გახდა სოციალური დისტანციის წესის დაცვა, ასევე დაიხურება მუზეუმები, კინო-თეატრები და სპორტული დარბაზები.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის რეგიონში ხელახლა შემოღებული კარანტინი ძალაში ივლისის ბოლომდე დარჩება.