logo
ENG



გერმანიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

27 მარ 202011:38
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ისევ ვერ ბრუნდებიან. გერმანიაში დარჩენილი ქართველები დახმარებას ითხოვენ.

სტუდენტების 40-კაციანი ჯგუფი თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. "ფორმულას" ინფორმაციით, ზოგი მათგანი მუყაოს სახლში ცხოვრობს, ზოგს კი ცხოვრება მოუწესრიგებელ ჰოსტელში უწევს. როდის შეძლებენ ისინი ქვეყანაში დაბრუნებას, უცნობია.

გერმანიაში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთად სახლშის" წარმომადგენელი, არჩილ ცაგურიშვილის თქმით, მიუხედავად საელჩოსთვის დახმარების თხოვნისა, აღნიშნულთან დაკავშირებით, პასუხი ჯერ ისევ არ იციან. მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა საკონსულოში დაკავშირების ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდება.  


close დახურვა