გერმანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანზე გამოცდას იწყებს. შესაბამისმა უწყებამ კლინიკური ცდების დაწყებაზე ნებართვა გერმანულ კომპანია „ბიონტექს" მისცა.
კვლევის პირველ ეტაპში მონაწილეობას 18-დან 55 წლამდე ასაკის 200 ჯანმრთელი ადამიანი მიიღებს. მეორე ეტაპზე ვაქცინას რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებს მისცემენ.
მსოფლიოში ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც ვაქცინის ადამიანზე გამოცდის ნებართვა გაიცემა. გავრცელებული ცნობით, უახლოეს ორ თვეში გერმანია სხვა პოტენციური ვაქცინების გამოცდასაც დაიწყებს.