გერმანია პანდემიის პერიოდში საზღვრებზე დაწესებული კონტროლის ეტაპობრივად მოხსნას გეგმავს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება პირველი 16 მაისიდან საფრანგეთთან, შვეიცარიასთან და ავსტრიასთან დაიწყება.
გეგმის საბოლოო მიზანია, 15 ივნისიდან ევროპის ქვეყნებში თავისუფლად გადაადგილება იყოს შესაძლებელი. პარალელურად გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა ანგელა მერკელი. კანცლერმა მოსახლეობას მოუწოდა, საფრთხის ქვეშ არ დააყენონ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ვირუსის გავრცელების ტემპის შესანელებლად მიაღწია.